საუნა შეითავსებს ბუნების დამამშვიდებელ ელემენტებს (ხეს, ქვას, წყალს) და გადავყავართ დამამშვიდებელ გარემოში. საუნა - ეს არის თავისებური სილამაზის სალონი, სადაც შეიძლება თავს მისცე ფუფუნების უფლება, დატკბე და დაისვენო მშვიდ გარემოში და მთელი ტანით, მთელი სხეულით მიიღო ესთეტიკური სიამოვნება.
     ჩვენი კომპანია თანამშრომლობს საუნების მოწყობილობებისა და მაკომპლექტებელი მასალების საუკეთესო მწარმოებელთან, როგორიც არის ფინური ფირმა “HARVIA”. მისი პროდუქცია მზადდება მაღალი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან.
     ჩვენ ვამზადებთ ნებისმიერი მოცულობისა და კონფიგურაციის საუნებს ტექნიკური და ეკოლოგიური პარამეტრების სრული დაცვით.
     ჩვენ თითქმის 20 წელია ვამზადებთ საუნებს მთელ საქართველოში, ჩვენ მიერ დამზადებული საუნები ფუნქციონირებს ბათუმში, თბილისში, გუდაურში, ბაკურიანში, აგარაკებზე და ბინებში, გამაჯანსაღებელ და სპა ცენტრებში. ჩვენი დამზადებულია საუნები ისეთ ცნობილ ადგილებში, როგორიც არის ბაგების საცურაო აუზი, სასტუმროები “MARRIOTT” და “COURTYARD MARRIOTT”.
     მოგვმართეთ და თქვენ კმაყოფილი დარჩებით თქვენი არჩევნით და ჩვენი საუნებით!
Designed by Azazzzello